წლიური საგნობრივი ანგარიში

სსიპ ქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგის ლალი სურმავას წლიური საგნობრივი
ანგარიში
2016-2017 სასწავლო წელს მათემატიკას ვასწავლი-VIII,X, XI და XIIკლასებს. სასწავლო პროცესში ვხელმძღვანელობ ეროვნული სასწავლო გეგმით.
VIII კლასში პროგრამა წინა წელს  გადმოცემული მასალის გაღრმავებით, გაფართოებით და ახალი თემების დამატებით არის შედგენილი.თითოეულ საკითხს თავისი მიზანი და მოსალოდნელი შედეგი აქვს, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა შეძლო რიცხვების ჩაწერა სტანდარტული ფორმით და მათი კავშირის განსაზღვრა პოზიტიურ სისტემასთან.  მთელმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებების განმარტება და გამოყენება. ცვლადიან გამოსახულებებზე მოქმედებების შესრულება, მათი განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არის დადგენა, წრფივი ფუნქციის ამოცნობა და შესაბამისი გრაფიკის აგება. ორცვლადიანი განტოლებათა სისტემისა და ცვლადიანი უტოლობის ალგებრული და გრაფიკული მეთოდების ამოხსნა, უტოლობის ამონახსნთა სიმრავლის შუალედის სახით ჩაწერა.ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა აქტივობები, რათა აკადემიური ცოდნის დონე კლასში ამაღლდეს.
Xბ კლასი-აკადემიური მოსწრების დონე საშუალოა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ინტერესით სწავლობენ მათემატიკას. სასწ. პროგრამა ძალიან დატვირთული იყო. კლასმა დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
მოსწავლეები გაკვეთილზე იყენებენ  მათემატიკურ ცნებებს და დებულებებს, ადგენენ კავშირებს და მიმართებებს. შეუძლიათ მსჯელობა-დასაბუთება. ირჩევენ ამოცანების ამოხსნის გზებს. შეუძლიათ გამოთვლები.იყენებენ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ჩავატარე გაკვეთილი, პროექტი თემაზე -,,მოგზაურობა გეომეტრიის სამყაროში“
XIკლასში-ცოდნის დონე დაბალია. თუმცა კლასი მობილიზებულია. მოსწავლეთა ნაწილი რუსულ ენოვანია და მიუხედავად ამისა ცდილობენ წაიკითხონ და გაიაზრონ ის მასალა, რომელზეც ვუშაობთ. კლასში არის რამდენიმე მოსწავლე (კაიმაზიანი თინიკო, ჭიჭიაშვილი მარიამი, თედიაშვილი გიორგი), რომელთა აკადემიური მოსწრება შედარებით დაბალია, ახალი სასწავლო წლიდან მათთან დაგეგმილი მაქვს დამატებითი მუშაობის ჩატარება.
XIბ კლასში-ცოდნის დონე მაღალია, გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს. კლასმა წარმატებით დაძლია ესგ-ით გათვალისწინებული მასალა.

ინდივიდუალური   სამოქმედო   გეგმის  
რეფლექსია.
მიმდინარე სასწავლო წელს დავგეგმე სასწავლო სტრატეგიების უკეთ გამოყენების მიზნით კოლეგების დასწრება გაკვეთილზე,  რათა მიმეღო სწორი   უკუკავშირი სწავლების პროცესში მიზნის შედეგთან ორიენტირებისთვის.  კოლეგები  ესწრებოდნენ  ჩემს გაკვეთილს და  მათ უნდა  მოეხდინათ  ფოკუსირებული  დაკვირვება გეგმის მიხედვით  გადანაწილებული  აქტივობების შედეგზე.  მივიღე ეფექტური უკუკავშირი,  გამოვიყენე თვითშეფასებისა  და ზოგადი შეფასების  რუბრიკები.   ანალიტიკური  უნარების განვითარების  მიზნით,  განვახორციელე პროექტი თემაზე   „  მოგზაურობა   გგეომეტრიის სამყაროში“.    ვაწარმოებდი თვითშეფასების ცხრილს და ვინიშნავდი  კოლეგების  აზრს  მოცემული პროექტის თემატიკაზე.
ტრენინგში მონაწილეობა  არ მიმიღია,  რადგან არ  განხორციელებულა   პრაქტიკოსი   მასწავლებლებისთვის მსგავსი აქტივობა. შემდეგ გეგმაში  ასახული აქტივობები აუცილებლად იქნება  მიზნობრივი და განხორციელებადი.







Комментариев нет:

Отправить комментарий